დიდუბის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები 6 მისამართზე ხორციელდება, მათი საერთო ღირებულება 242 849 ლარს შეადგენს.
სამუშაოები ტარდება მირცხულავას ქუჩაზე, N14-16-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსშიც, სადაც დაზიანებული სახურავი სრულად იცვლება.
მიმდინარე პროექტს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი ადგილზე გაეცნო.
რაიონში მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, მსგავსი პროექტები კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.
