Skip to content
18/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისში დააჯარიმეს მეწარმეები, რომლებიც ყველს ქუჩაში, ტრანსპორტიდან ჰყიდდნენ

მარშალ პრესი 18/08/2026
55

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა  თბილისში, წინამძღვრიშვილის N 133 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმის და ყველის  სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როცა ყველისა რეალიზაცია სატრანსპორტო საშუალებებიდან  ხდებოდა.

ინდივიდუალური მეწარმეები (ნ.ტ., კ.ხ, მ.ს) და  ბიზნესოპერატორები (შპს„ზურა თელეთი” ,შპს „კუმისი”) , ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდნენ. ამავდროულად გამოვლინდა მაღალი რისკის სურსათის შენახვა/რეალიზაციის და მიკვლევადობის  წესების დარღვევა.

კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თავი შეიკავოს სურსათის შეძენისგან იმ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები, ხოლო ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: უცხოური მედია საიდანაც იმართება, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ქვეყანა ყველანაირად ვითარდება და წინ მიდის
Next: სახელმწიფოები მეგობრობენ, თანამშრომლობენ და პარტნიორობენ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.