Skip to content
09/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რა გააკეთა ევროკავშირმა იმისთვის, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულებულიყო?! სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები?! არა! ვის დაუწესა სანქციები?! საქართველოს დაუწესა!

მარშალ პრესი 09/08/2026
shalva papuashvili

12 აგვისტოს შეთანხმებაზე საქართველოსა და რუსეთის ხელმოწერის გარდა, კიდევ არის ევროკავშირის ხელმოწერა, როგორც გარანტის. რა გააკეთა ევროკავშირმა იმისთვის, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულებულიყო?! სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები?! არა. ვის დაუწესა სანქციები?! საქართველოს დაუწესა!, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

მისივე თქმით, ნაომარ ქვეყანას დასავლეთმა 2008 წელს იარაღის შესყიდვაზე ემბარგო დაადო.

„ემბარგო დაგვადო დასავლეთმა იარაღის შესწყიდვაზე, ნაომარ ქვეყანას, რომელსაც წინ ჰქონდა კიდევ საფრთხეები შესაძლო კონფლიქტებისა, იარაღს არ გვაძლევდნენ, ემბარგო დაგვადეს, სანქცია დაგვიწესა ევროპამ და დასავლეთმა 2008 წელს. ამას შეეგუენ. ამის შემდეგ დაიწყეს რუსეთთან საუბარი კულტურული თუ სხვა ურთიერთობების აღდგენაზე, სექტემბერშივე გახსოვთ გრიგოლ ვაშაძის განცხადებები. მხარი დაუჭირეს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მხარი დაუჭირეს PACE-ს რეზოლუციას, რომლითაც დააბრალეს ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაული. ეს ადამიანები [„ნაციონალური მოძრაობა“] საერთოდ როგორ ბედავენ, რომ დღემდე პოლიტიკაში არიან, მას შემდეგ, რაც იმ ჯარს, რომელიც ომში შეიყვანეს, თვითონ დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა. ყველაფერი გააკეთეს მაშინ იმისთვის, რომ რუსეთს ფასი არ გადაეხადა ოკუპაციისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.