Skip to content
09/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან

მარშალ პრესი 08/08/2026
david kartvelishvili

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა – ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლდება.

ქართველიშვილის განცხადებით, „სამშობლოს ღალატის“ მუხლი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსიდან გააუქმეს იმ მიზეზით, რომ „საკუთარ რიგებში ღალატის გრადუსმა“ ხელისუფლების წარმომადგენლები შეაშინა.

„ესე იგი – საკუთარ თავებს ეს მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაუუქმეს სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა – ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. ან ერთმანეთის დამჭერი ვინ იყო – მაგრამ მაინც შეშინდნენ და გააუქმეს. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, არა უმანკო – მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში – და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი.

რამეთუ – ამაში მაინც იყო დარწმუნებული: ჩვენ რიგებში ვინც გინდა იგულისხმეთ, მაგრამ სამშობლოს მოღალატეები არ არიან. თუმცა, ღმერთმა არ ქნას – რომ გაჩნდეს და მაშინაც ზუსტად ისე მოექცევიან, როგორც არ ერიდებათ საკუთარი გუნდის წევრების არც მხილება და არც სამართლიანი დასჯა. უსამშობლოთა მხრიდან – მინიშნებები და “დასაჭერების” საქაღალდის რეანიმირება საჭირო აღარ გახდება. მაგრამ, ხომ ატყობთ – როგორ შეაშინა მოღალატეთა კლასტერი მათ მიერ გაუქმებული მუხლის დაბრუნებამ სისხლის სამართლის კოდექსში.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – და ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულის ხანდაზმულობის იმედი ნურავის ნუ ექნება. ამას არა “დასაჭერთა” საქაღალდე გადაწყვეტს, და არც სოციალურ ქსელებში გაკეთებული “სარესტორნო შეკვეთა”: აი – იმის თავი მომიტანეთ. მართალია, მოცეკვავე სალომეაც გვყავს და შემკვეთი ნანულაც – მაგრამ ჰეროდე მეფე ვეღარ იძლევა ბრძანებებს, იოანეს თავი მომგვარეთო. საბოლოო დასასრულისკენ მიდის თქვენი სისხლიანი როკვა და ის ქართველი შევარცხვინე – ვისაც თქვენ შურისძიებით დააშინებთ.“ – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე ლითონის მოაჯირები და ბოძკინტები მონტაჟდება
Next: შალვა პაპუაშვილი: რა გააკეთა ევროკავშირმა იმისთვის, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულებულიყო?! სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები?! არა! ვის დაუწესა სანქციები?! საქართველოს დაუწესა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.