Skip to content
09/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

WELT: ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს ზრდის

მარშალ პრესი 09/08/2026
840560-12

ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტს ზრდის, – წერს WELT-ი. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 14%-ით გაზარდეს.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის შემოსავალმა LNG-ის გაყიდვებიდან დღეში დაახლოებით 60 მილიონ ევროს მიაღწია. საფრანგეთი რუსეთიდან LNG-ის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო. ივნისში საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მონტუარის პორტმა ოთხჯერ მეტი რუსული გაზი მიიღო, ვიდრე მაისში.

გარდა ამისა, 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის Yamal LNG პროექტიდან 136 ტვირთი მიიღეს. მათმა საერთო მოცულობამ დაახლოებით 10 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.

„საინტერესოა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას ატარებს და 2027 წლისთვის რუსულ ბუნებრივ და თხევად აირზე სრულად უარის თქმას გეგმავს“, – აღნიშნავს გამოცემა APA.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: რა გააკეთა ევროკავშირმა იმისთვის, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულებულიყო?! სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები?! არა! ვის დაუწესა სანქციები?! საქართველოს დაუწესა!
Next: ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა წყევლიან კრემლს, გამოჩნდნენ ზუსტად მაშინ და თქვეს ზუსტად ის, რაც დაწყებული ქართულ-აფხაზური პროცესის ისევ კრემლისთვის ხელსაყრელ ისტორიულ ჩიხში დაბრუნებას უწყობს ხელს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.