Skip to content
07/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

მარშალ პრესი 06/08/2026
055

განხორციელებულ ცვლილებებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს და მინისტრს აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ მიაწოდა. აკადემიაში განახლდა სანავიგაციო ხიდურის, ტვირთბრუნვისა და მდგრადობის, აგრეთვე – სამანქანე განყოფილების სასწავლო სიმულატორები, რაც სასწავლებლის სტუდენტებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული მომზადების საშუალებას აძლევს. ასევე მოეწყო სახანძრო უსაფრთხოებისა და ე.წ. ზღვაზე გადარჩენის ახალი სივრცე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი გაძლიერება განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება.

„ბათუმის საზღვაო აკადემიაში იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და, შესაბამისად, მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას. რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება ამ დაწესებულების გაძლიერება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო აკადემიაში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს. აღინიშნა, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობა-ნაგებობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება.

Post navigation

Previous: პრემიერი – წლიდან წლამდე ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა, საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგია მოგვცემს საშუალებას, ბევრად უფრო ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი საქართველოს გზებზე, ამას სჭირდება თანმიმდევრული მიდგომა
Next: თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.