Skip to content
07/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – წლიდან წლამდე ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა, საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგია მოგვცემს საშუალებას, ბევრად უფრო ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი საქართველოს გზებზე, ამას სჭირდება თანმიმდევრული მიდგომა

მარშალ პრესი 06/08/2026
irakli kobakhidze

ვითარდება წლიდან წლამდე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბევრად უფრო ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი საქართველოს გზებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიას ეხებოდა.

„ზოგადად, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენთვის. აქ სტატისტიკის კუთხით არის არც თუ სახარბიელო მაჩვენებლები, მათ შორის გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აქაც, ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ვითარდება წლიდან წლამდე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბევრად უფრო ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი საქართველოს გზებზე. ამას სჭირდება თანმიმდევრული მიდგომა და ამისათვის შეიქმნა საშუალოვადიანი, სტრატეგიული დოკუმენტი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სტრატეგია გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
Next: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.