Skip to content
07/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა

მარშალ პრესი 06/08/2026
102
თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა – თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იმგზავრა.
პრემიერმა რკინიგზაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია გაგრძელდება.
„დღეს ბათუმამდე ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და ახლა შემცირებულია 4 საათამდე, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის. ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს ცვლილება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში  ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილება, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა სათანადო ვადებში იქნება განხორციელებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ლიანდაგის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად გაიზარდა სიჩქარე და მოიხსნა შეზღუდვები ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის.
სამგზავრო დროის შემცირებას ასევე ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამ. სარკინიგზო ხაზის გასწვრივ წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც. გარდა ამისა, მიმდინარეობს მატარებლების კაპიტალური შეკეთება, ასევე დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.