Skip to content
07/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს

მარშალ პრესი 06/08/2026
205

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. საიუბილეო ღონისძიება ქუთაისში, ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას იუბილე, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედრო ფიცი დადეს 8 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა. დასავლეთის სარდლობისა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა მათ საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვეს.

ბრიგადის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. გაიმართა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც.

ღონისძიებას მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისა და წვევამდელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

მესამე ქვეითი ბრიგადა 1992 წლის 6 აგვისტოს ქალაქ ახალციხეში, თავდაპირველად 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სახით შეიქმნა და ერთ-ერთი ძველი ქვედანაყოფია საქართველოს თავდაცვის ძალებში. ბრიგადის პირადი შემადგენლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიურად მონაწილეობდა.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
Next: ნინო წილოსანი – „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტ საქმეს ემსახურება, რადგან 2008 წლის ომი დიდწილად მათ სინდისსა და ნამუსზეა, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგი მოუტანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.