Skip to content
07/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო წილოსანი – „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტ საქმეს ემსახურება, რადგან 2008 წლის ომი დიდწილად მათ სინდისსა და ნამუსზეა, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგი მოუტანა

მარშალ პრესი 06/08/2026
nino tsilosani

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტ საქმეს ემსახურება, რადგან 2008 წლის ომი, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგი მოუტანა, დიდწილად მათ სინდისსა და ნამუსზეა.

დეპუტატის თქმით, 2008 წლის ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის  ტერიტორიები  ოკუპირებულია და ამის ფონზე მათი შემდგომი ნაბიჯები რუს ტურისტებთან ხელგაშლილი დახვედრა და აქტიური პროპაგანდა იყო, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ.

„მათ რუსოფობობას ოდნავადაც ვერ შეატყობდით, მაგრამ როცა უკრაინაში ომი დაიწყო და მათი პატრონების გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ მთავარი ძალისხმევა რუსოფობიის გაძლიერება იყო, ისინი ამ ყველაფერს მარტივად შეურთდნენ. ფაქტები ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პატრონების დაკვეთით ყველაფერს აკეთებს, მათ არც მორალი, სტანდარტი, პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული არ გააჩნიათ. როცა 2008 წლის ომის შემდეგ არ გიჩნდება სურვილი, რომ ის შედეგები გააპროტესტო, რაც ომის შემდეგ მივიღეთ, მაგრამ ანტირუსულ კამპანიას უკრაინის ომის შემდეგ აძლიერებ, ვხვდებით, რომ მათთვის პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული ფარსია“, – განაცხადა წილოსანმა.

Post navigation

Previous: ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს
Next: გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.