Skip to content
07/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი

მარშალ პრესი 06/08/2026
gia abashidze

​სუს-ის განცხადებით, ყალბი ბოტ-ანგარიშებით ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის მტრული გარემო იყო შექმნილი (მაგალითად, ტურისტების მიმართ ძალადობისა და მომსახურების განზრახ გაუარესების შესახებ). უწყება ამტკიცებს, რომ კამპანია კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხოური ონლაინმედიის საშუალებითაც – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ​არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ნაცძონძების“ ქუჩის პროტესტის ფიასკოს შემდეგ საქართველოს მტრები უკან დაიხევდნენ; შესაბამისად, ფორსირებულად განახლდა ანტისახელმწიფოებრივი აქტივობა საქართველოს, როგორც მშვიდობიანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეპუტაციაზე.

“„ეკონომიკური კრიზისი რეჟიმს მოწყვლადს ხდის“ — შარშან აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი.

​არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ნაცძონძების“ ქუჩის პროტესტის ფიასკოს შემდეგ საქართველოს მტრები უკან დაიხევდნენ; შესაბამისად, ფორსირებულად განახლდა ანტისახელმწიფოებრივი აქტივობა საქართველოს, როგორც მშვიდობიანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეპუტაციაზე.

​ტურისტული იმიჯის დაზიანება ყველაზე სწრაფად ურტყამს სტუმარმასპინძლობას, ტრანსპორტსა და მცირე მომსახურების ბიზნესებს, მაგრამ საბოლოოდ ეფექტი მთელ ეკონომიკაზე ვრცელდება.

კრიზისის გაღრმავება, ფართო შფოთის დათესვა იმ ანტიქართული გარე ძალების ოცნებაა, რომელთაც სურთ დესტრუქციის გზით ხელისუფლებაში დასვან ნაცმანქურთები, რომლებსაც იოლად გამოიყენებენ საქართველოს „ბომბების ცვენის რეჟიმში“ გადასაყვანად.

​ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო უცხოეთიდან მართული, საქართველოში მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანიის გამო, რომელიც, უწყების თქმით, საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას ისახავდა მიზნად.

​სუს-ის განცხადებით, ყალბი ბოტ-ანგარიშებით ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის მტრული გარემო იყო შექმნილი (მაგალითად, ტურისტების მიმართ ძალადობისა და მომსახურების განზრახ გაუარესების შესახებ). უწყება ამტკიცებს, რომ კამპანია კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხოური ონლაინმედიის საშუალებითაც.

​გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, ვინ იდგა კამპანიის უკან, როგორ ფინანსდებოდა და რა მიზანი ჰქონდა. სუს-ი ამას აფასებს, როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.- წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა
Next: ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.