Skip to content
05/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს

მარშალ პრესი 05/08/2026
764592253_3566010030213766_463285201237171965_n

ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორიას გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით ქვეყნის ხედვა და წარმატებული რეფორმები გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში თემატური სესიებიც გაიმართა, რომლებზედაც ქართულმა მხარემ მიწისა და უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში დანერგილი ინოვაციური პროდუქტები და ციფრული ტრანსფორმაციის შედეგები წარადგინა.

გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტი გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა. ყოველწლიურ სესიებში წევრი ქვეყნების სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანი გეოსივრცითი ინფორმაციის ეფექტიანი მართვისა და გამოყენების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და გაერო-ს ინტეგრირებული გეოსივრცითი ინფორმაციის ჩარჩოს (UN-IGIF) განვითარების მხარდაჭერაა.

ექსპერტთა კომიტეტის სესიაში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის პოზიციონირება გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში, დაამყაროს ახალი პროფესიული კავშირები პარტნიორ ქვეყნებსა და დარგის ექსპერტებთან, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკას და ხელი შეუწყოს მის დანერგვას.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა “რუსოფობია”, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს
Next: გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ახალგაზრდულ ფესტივალს დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.