სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა კუნჭულიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ახალგაზრდულ ფესტივალს დაესწრო, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს – სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებაზე გაიმართა სპორტული ტურნირები ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფარიკაობაში; მოეწყო ახალგაზრდების მიერ შექმნილი საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური, სახელოვნებო რესურსების გამოფენა და მასტერკლასები; წარმოდგენილი იყო კოლეჯ ,,ჰორიზონტისა“ და ოზურგეთის ტექნოპარკის საინფორმაციო კუთხეები, გაიმართა პანელური დისკუსია ,,ღია მიკროფონი”.
