Skip to content
04/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა “რუსოფობია”, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს

მარშალ პრესი 04/08/2026
zurab kadagidze

პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებასა და მასზე ოპოზიციის გამოხმაურებას. ქადაგიძე წერს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო “სიტყვებით ჟონგლიორობა” და გამოთქვა პრეტენზია იმაზე, რომ პრემიერმა 2008 წლის ომი არ ახსენა. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ირაკლი კობახიძეს არ გაუხსენებია ოკუპაციის ისტორია და საუბარი იყო იმაზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია- ეს ნარატივი უკრაინის ომის შემდეგ გაჩნდა: “2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავსმოხვევა დაიწყეს. ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა-საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ” – წერს ქადაგიძე.

დეპუტატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი ნარატივის გავრცელება არის ბრიუსელის დავალება, რომელსაც “უსამშობლოები” ავრცელებენ. ,,დილიდან ვაკვირდები გამოხმაურებას პრემიერის განცხადებაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კოლექტიური “ნაც.მოძრაობის” ქართული პოლიტიკიდან განდევნა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა. შინაარსში რომ ვერ შეედავნენ პრემიერს, სიტყვებით ჟონგლიორობა დაიწყეს – „2008 წელი რატომ ახსენა, მანამდე არ იყო ოკუპირებულიო?“ პრემიერს ოკუპაციის ისტორიაზე არ უსაუბრია. საუბარი იყო იმაზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავსმოხვევა დაიწყეს. როცა არგუმენტი არ გაქვს, ციტატებს აყალბებ. როცა სიმართლე არ გაწყობს, შინაარსს ამახინჯებ.

შეხედეთ რადიკალებს, დაწყებული ორთოდოქსი ნაცებიდან, დამთავრებული ლიბერალი “ენჯეოშნიკებით”, ყველა ერთი “თარგით” ავრცელებს “ნარატივს” – რატომ არ ახსენა 2008 წლამდელი ოკუპაციაო… ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა-საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ. 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა “რუსოფობია”, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს,” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.