Skip to content
04/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი”

მარშალ პრესი 04/08/2026
jaba xubua

ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ღია წერილს პლატფორმა X-ზე ეხმაურება. ხუბუა პრემიერის წერილის კვალდაკვალ დამატებით რამდენიმე კითხვას სვამს, რომელსაც თავადვე პასუხობს. ხუბუას შეფასებით, ქართულ საზოგადოებას „ნაცებისა“ და ლიბერალების სახით საქმე აქვს „უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან,“ რომელიც შესაბამისი დაფინანსების საფუძველზე ნებისმიერი ქვეყნის „პატრიოტი“ გახდება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილის კვალდაკვალ, მეც მინდა, რამდენიმე კითხვა დავსვა: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რატომ არ იყო ნაცებისა და ლიბერალების პროპაგანდა და განწყობები ისეთივე რადიკალურად ანტირუსული და რუსოფობიული, როგორც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა?

ნაცებსა და ლიბერალებს, მათ შორის, კვების ობიექტების მეპატრონეებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რატომ არ ჰქონდათ აგრესია და მიუღებლობა რუსი ტურისტებისადმი, რომლებსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი ზედ საზღვარზე ეგებებოდა ყვავილების თაიგულითა და შამპანურის ბოთლებით? რატომ არ მოძრაობდნენ თბილისში ავტომობილები ,,დიდება საქართველოს” სტიკერებით, როგორც დღეს ,,სლავა უკრაინე” სტიკერებით მოძრაობენ და ფეხბურთის ქომაგთა ორგანიზაციის ჩენთებში რატომ არ იყო ,,პუტინ ხუილოს” ბღავილი, როგორც დღეს არის? ერთი სიტყვით, ქართველ ნაცებსა და ნაცმიდრეკილებს, ლიბერალებსა და ,,პრადვინუტობის” მოსურნე მენტალურ პროვინციალებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე რატომ არ ჰქონდათ ისეთივე მძაფრი რეაქცია, როგორსაც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციაზე ამჟღავნებენ? ამ კითხვებზე პასუხის რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ყველა ვარიანტი სწორია: საქმე გვაქვს უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან! ქვეყანაში გვყავს ვაიკოსმოპილიტების კლასტერი, რომელსაც საკუთარი სამშობლო ფეხებზე ჰკიდია და ვითომ სხვისი სამშობლო ადარდებს! ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი” , გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ. P. S. დიდება საქართველოს! გმირებს დიდება! რუსეთი საქართველოს ოკუპანტია 1801 წლიდან!“- წერს ხუბუა.

Post navigation

Previous: ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში – სუსმა 2 პირი დააკავა
Next: ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა “რუსოფობია”, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.