Skip to content
04/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში – სუსმა 2 პირი დააკავა

მარშალ პრესი 04/08/2026
susi

სუსმა დააკავე 2 პირი, რომლებსაც საბავშვი ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ. საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს.

გამოძიების ცნობით, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და ,,ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება.

აღნიშნული კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა, 2026 წლის მაისში, საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: რა დაწერა ტყუილი ირაკლი კობახიძემ შე @ლეო? – შაკო კუჭაშვილი ნიკა გვარამიას
Next: ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.