Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუნდაც, ერთი განცხადება, რომ ამერიკის ელჩი ომისკენ მოწოდებებს ემიჯნება, ძალიან მკაფიო გზავნილი იქნებოდა

მარშალ პრესი 08/07/2022
სოზარ სუბარი

თუნდაც, ერთი განცხადება, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნება ომისკენ მოწოდებებს, იქნებოდა ძალიან მკაფიო გზავნილი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა კელი დეგნანზე საუბრისას განაცხადა.

„ქალბატონი გიგაური ან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ომში ჩაერთოს საქართველო. პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის სწორი გზა და ამ დროს ამერიკის ელჩი მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს მათ ყველა საქმეში და ამბობენ, რომ რაც ისინი აკეთებენ, იქცევიან სწორად, აი, ამ დროს თუნდაც, ერთი განცხადება, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნება ომისკენ მოწოდებებს, იქნებოდა ძალიან მკაფიო გზავნილი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობისა და ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის“, – განაცხადა სუბარმა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს ღია წერილით მიმართა, სადაც იგი რამდენიმე თემას განიხილავს და იმედოვნებს, რომ კელი დეგნანისგან პასუხებს მიიღებს.

Continue Reading

Previous: ლევან დავითაშვილი: გვაქვს ამბიციური მიზნები და გეგმები, რომ ეკონომიკის სწრაფად განვითარება შევძლოთ იმგვარად, რომ საქართველო უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდეს და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს
Next: მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანზე: წერილში სწორედ იმას მივუთითებ, რომ აღარ შეიძლება ორმაგი სტანდარტით საუბარი. ეს ჩემი წერილი მოსახლეობის უმრავლესობის გამოძახილიცაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025