Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: გვაქვს ამბიციური მიზნები და გეგმები, რომ ეკონომიკის სწრაფად განვითარება შევძლოთ იმგვარად, რომ საქართველო უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდეს და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს

მარშალ პრესი 08/07/2022
ლევან დავითაშვილი1

ინტენსიური კომუნიკაციის და წამახალისებელი პოლიტიკის შედეგად გავზარდეთ პირდაპირი მიმოსვლა საუდის არაბეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ზუსტად ეს იყო ის ალტერნატივა, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ტურიზმის აღდგენა უფრო სწრაფად მომხდარიყო, ვიდრე ეს დადგეგილი იყო, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ზოგადად დავგეგმით ტურიზმის შემოსავლების აღდგენა 2019 წელთან მიმართებაში 70%-ით, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, უკვე ივნისის თვის მონაცემებით, ზრდა 75%-ზე მეტია. ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ველოდებით, რომ 2019 წლის შემოსავლებს უნდა გადავსწროთ და შესაბამისად, ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ეკონომიკური ზრდის და ზოგადად, ეკონომიკური კეთილდღეობის. მთლიანადაც რომ მიმოვიხილოთ ეკონომიკური მდგომარეობა, დიდწილად ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და სწრაფ აღდენაზე, რადგან თითქმის ყველა მიმართულებით, ჩვენ აღდგენა მოვახერხეთ და ახლა გვაქვს უფრო ამბიციური მიზნები და გეგმები, რომ ეკონომიკის სწრაფად განვითარება შევძლოთ იმგვარად, რომ საქართველო უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდეს და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს.“, – განაცხადა მინისტრმა.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს: საქართველო ამ გლობალურ სიტუაციაში თავს კარგად ართმევს და ეს თავის გართმევა ხელისუფლებაა, რომლის უკან საკმაოდ ძლიერი, ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრი დგას
Next: სოზარ სუბარი: თუნდაც, ერთი განცხადება, რომ ამერიკის ელჩი ომისკენ მოწოდებებს ემიჯნება, ძალიან მკაფიო გზავნილი იქნებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.