Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანზე: წერილში სწორედ იმას მივუთითებ, რომ აღარ შეიძლება ორმაგი სტანდარტით საუბარი. ეს ჩემი წერილი მოსახლეობის უმრავლესობის გამოძახილიცაა

მარშალ პრესი 08/07/2022
მიხეილ ყაველაშვილი

წერილში სწორედ იმას მივუთითებ, რომ აღარ შეიძლება ორმაგი სტანდარტით საუბარი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩემი წერილი მოსახლეობის უმრავლესობის გამოძახილიცაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე საუბრისას განაცხადა.

მან ელჩისადმი გაგზავნილ წერილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში დეტალურადაა ჩამოყალიბებული, თუ რა სახის კითხვებზე ითხოვს პასუხს.

„თავად ამერიკის იმიჯი და ამერიკული იდეა, რომელიც გაბატონებულია და ყველასთვის მისაბაძია, სწორედ ეს რომ არ დაზიანდეს ჩვენს ქვეყანაში და ეს ზიანდება. დაყრდნობა იმ ადამიანების მიმართულებით, რასაც ამერიკის საელჩო და ქალბატონი დეგნანი აწარმოებს, სწორედ ეს ადამიანები ავნებენ იმ ურთიერთობის მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებობს. წერილში სწორედ ამას მივუთითებ, რომ აღარ შეიძლება ორმაგი სტანდარტით საუბარი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩემი წერილი, მოსახლეობის უმრავლესობის გამოძახილიცაა. ამაში დარწმუნებული ვარ. მე მაქვს მათთან შეხვედრები და აქედან გამომდინარეცაა. ბევრი ადამიანი ჩემსავით ფიქრობს და სწორედ ეს რომ არ დაზიანდეს და ასე ვთქვათ, გამოსაფხიზლებელიც იყოს, ამაზე გვჭირდება მკაფიო პასუხი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს ღია წერილით მიმართა, სადაც იგი რამდენიმე თემას განიხილავს და იმედოვნებს, რომ კელი დეგნანისგან პასუხებს მიიღებს.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: თუნდაც, ერთი განცხადება, რომ ამერიკის ელჩი ომისკენ მოწოდებებს ემიჯნება, ძალიან მკაფიო გზავნილი იქნებოდა
Next: ირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საარჩევნო ბარიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.