Skip to content
31/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს

მარშალ პრესი 30/07/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს. მისი განცხადებით, „ხალხის ძალა“ ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2022 წლიდან საუბრობდა. მაჭარაშვილის თქმით, თუ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში შევა, პოლიტიკურ ჯგუფში მასზე იმსჯელებენ. „ჩვენ, „ხალხის ძალამ“, ამ საკითხზე საუბარი, ზოგადად, ჯერ კიდევ 2022 წლიდან დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც გლობალური ომის პარტიამ ზეწოლა გააძლიერა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე და პირდაპირი დარტყმები დაიწყო რწმენაზე, პატრიარქზე, სიწმინდეებზე, ტრადიციებზე და ა.შ.

რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ყველაფერს სჭირდებოდა დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობისა და აღსრულების დონეზე. ინიციატივა ძალიან კარგია და თუ შემოვა პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალაში“ გვექნება მსჯელობა. თუმცა, მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო მეტად დარეგულირდება კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან და ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით დაიწყება ეფექტური საქმიანობა
Next: ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.