Skip to content
31/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით დაიწყება ეფექტური საქმიანობა

მარშალ პრესი 30/07/2026
guram macharashvili01

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძის საქმიანობა რეგიონული განვითარების კუთხით ეფექტური იქნება.

„ჩვენ, „ხალხის ძალას“ არაერთხელ დაგვიყენებია ეს პრობლემა – დაწყებული მერიდან, დამთავრებული მთავრობის ადმინისტრაციამდე, გარკვეული საკითხები ჩერდებოდა, ექვემდებარებოდა ბიუროკრატიას. დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით დაიწყება ეფექტური საქმიანობა, გადაწყდება არაერთი პრობლემა და სამომავლოდ დაიგეგმება, თუ როგორ უნდა განვავითაროთ რეგიონები,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა
Next: გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.