Skip to content
31/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ

მარშალ პრესი 30/07/2026
jaba xubua

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომარედ. მისი შეფასებით, სააკაშვილის ავატარი ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ,,ნაცმოძრაობა” და სიტყვა ,,ინტელექტი”- თუნდაც ხელოვნური, ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები.

,,კარგი იქნება, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ. მართალია, პარტიას, რომლის სახელიც სამარადჟამოდ არის დაკავშირებული საქართველოში მკვლელი, მწამებელი და გამაუპატირებელი რეჟიმის შექმნასთან, სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარის თავმჯდომარეობა ვერაფრით გააკეთილშობილებს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი” (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები,” – წერს ხუბუა X-ზე.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს
Next: საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.