Skip to content
31/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა

მარშალ პრესი 30/07/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი დილემა პოლიტსაბჭოსთვის სააკაშვილის „სული“ და მისი სურვილები იქნება:

„დარწმუნებული ვარ, ბევრსაც არ ექნება სურვილი, იყოს ისეთი პოლიტსაბჭოს წევრი, რომელშიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგეცხადოს სააკაშვილი და გიკარნახოს გადაწყვეტილებები“ – თქვა დეპუტატმა. მაჭარაშვილის აზრით, ბევრს არც ექნება სურვილი, იყოს ამგვარი პოლიტსაბჭოს წევრი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა: არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ შიშიც, ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს, თუ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იქნება- ეს დილემა აქვს ახლა პოლიტსაბჭოს. დარწმუნებული ვარ, ბევრსაც არ ექნება სურვილი, იყოს ისეთი პოლიტსაბჭოს წევრი, რომელშიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგეცხადოს სააკაშვილი და გიკარნახოს გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: სომხეთში რუს ბლოგერს სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბრალი წარუდგინეს
Next: გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით დაიწყება ეფექტური საქმიანობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.