Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს: საქართველო ამ გლობალურ სიტუაციაში თავს კარგად ართმევს და ეს თავის გართმევა ხელისუფლებაა, რომლის უკან საკმაოდ ძლიერი, ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრი დგას

მარშალ პრესი 08/07/2022

არ ვიცი, ჩემ მიმართვაზე რა რეაგირება ექნება ქალბატონ დეგნანს, მაგრამ ჩემი მოწოდება და რჩევა იქნება – საქართველოში, ამ ეტაპზე გლობალურ სიტუაციაში თავს კარგად ართმევს და ეს თავის გართმევა ხელისუფლებაა, რომლის უკან საკმაოდ ძლიერი, ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრი დგას, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძლიერი საზოგადოებრივი აზრი შედგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისგან. აქ არის სხვადასხვა წრე: მეცნიერული, კულტურის მუშაკები, განათლების სისტემა და ეს აზრი, რომელსაც მე ვავითარებ, მაძლევს საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს ძალა და ამის გათვალისწინებას ვთავაზობ ქალბატონ ელჩს, რომ სწორედ ამ ადამიანებს დაეყრდნოს, რადგან ისინი მისცემენ სწორ პასუხს. ჩვენი ურთიერთობა (აშშ-ის და საქართველოსი) უფრო მეტად მძლავრი იქნება, თუ ამ ადამიანებს დაეყრდნობა და არა იმ ენჯეო სექტორს, რომელიც „ფსბ“ ნარატივს ახორციელებს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს ღია წერილით მიმართა, სადაც იგი რამდენიმე თემას განიხილავს და იმედოვნებს, რომ კელი დეგნანისგან პასუხებს მიიღებს.

Continue Reading

Previous: საქართველოს საერთაშორისო ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობენ
Next: ლევან დავითაშვილი: გვაქვს ამბიციური მიზნები და გეგმები, რომ ეკონომიკის სწრაფად განვითარება შევძლოთ იმგვარად, რომ საქართველო უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდეს და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025