Skip to content
29/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 196 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

მარშალ პრესი 29/07/2026
aeroportiu

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის „ევროკონტროლის“ ფრენების მონიტორინგის და ანალიზის ფარგლებში, 26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 196 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი 2025 წლის 30 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც 185 აფრენა – დაფრენა განხორციელდა.

სამოქალაქო ავიაციაში აფრენა-დაფრენის ზრდა თვითმფრინავების მიერ შესრულებული რეისების რაოდენობის მატებას ნიშნავს, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკას სამოქალაქო ავიაციის განვითარების კუთხით. ევროკონტროლის ეს მონაცემი პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში ფრენების ოდენობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება.

ევროკონტროლმა როგორც საქართველოს, ისე ზოგადად ევროპის სანავიგაციო სივრცეში შემავალი სახელმწიფოების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. საავიაციო ანალიტიკური სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ევროპაში ფრენების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს შეეხებოდა.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა
Next: თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.