Skip to content
29/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა

მარშალ პრესი 29/07/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ნაურუს მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არაღიარების პოლიტიკისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების წარმატების დასტურია. აბაშიძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანმიმდევრული მუშაობის შედეგია და ადასტურებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს.

„ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორი მუშაობით დასტურდება, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა გლობალური წესრიგის ერთადერთი საფუძველია. ოფიციალური თბილისი მხოლოდ პოზიციას კი არ იცავს, არამედ მზადაა ნაურუსთან ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და ახალი პარტნიორული არეალი გააფართოვოს.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ირგვლივ რუსეთის დიპლომატიური სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო მხარდაჭერა კვლავაც მტკიცედ ნარჩუნდება
Next: 26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 196 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.