Skip to content
29/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა

მარშალ პრესი 29/07/2026
tamta megrelishvili

ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აღიარების უკან წაღება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის განცხადებით, ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ მმართველი გუნდის მიმართ ოპოზიციის დამცინავი ნარატივი „პოლიტიკურად ჩარეცხა.“

„ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აღიარების უკან წაღება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ და აღიარების უკან წაღებამ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის დამცინავი ნარატი – ,,ვისთან აქვთ შეხვედრები“, „რა აზრი აქვს ასეთ ვიზიტებს“ – პოლიტიკურად ჩარეცხა.

ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებს მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანობას.
დიდი საქმე ხშირად ხმამაღალი განცხადებების გარეშე კეთდება და მას უფრო ხმამაღალი შედეგები აქვს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: 26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 196 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
Next: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.