Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს საერთაშორისო ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობენ

მარშალ პრესი 08/07/2022

8-18 ივლისს, ამერიკულ სოციალურ ქსელთან, Steller-თან თანამშრომლობით მორიგი მასშტაბური პროექტი იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება, 2 კვირის მანძილზე Facebook-ის, Instagram-ის TikTok – ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები ამერიკიდან, კანადიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში.

„Steller ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების ახლებურ გზას სთავაზობს.

ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყებენ საკმაოდ მასშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში და პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ.

ტურები დაგეგმილია, თუშეთის, რაჭის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე – ჯავახეთის და ასევე ყაზბეგი – მყინვარწვერის მიმართულებით. შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID – ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდებზე აიტვირთება.

პროექტის ერთ – ერთი მხარდამჭერი ასევე არის მასთერქარდი, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფით დაეხმარება Steller – ს უკეთესად დაგეგმოს ციფრული მარკეტინგის კამპანია და შემდგომ გააკეთოს ანალიზი კამპანიიდან მიღებული შედეგებისა.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის ზაფხულის და 2022 წლის ზამთრის პერიოდში აღნიშნულმა კამპანიამ 140 მილიონზე მეტი აუდიტორია მოიცვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გააცნო საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
Next: მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს: საქართველო ამ გლობალურ სიტუაციაში თავს კარგად ართმევს და ეს თავის გართმევა ხელისუფლებაა, რომლის უკან საკმაოდ ძლიერი, ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრი დგას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025