Skip to content
29/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს – ლადო სადღობელაშვილი

მარშალ პრესი 29/07/2026
lado sadgobelashvili

საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს! ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების გაუქმება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თანმიმდევრულ, სისტემურ და ხშირად უხილავ დიპლომატიურ შრომას კონკრეტული, ეროვნული მნიშვნელობის შედეგი მოაქვს,- ამ სიტყვებით ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმების ფაქტს. სადღობელაშვილი წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს პოზიციების განმტკიცებასა და აღიარებების გაუქმებას საგარეო უწყებისა და დიპლომატების უდიდეს დამსახურებად მიიჩნევს.

“გილოცავ საქართველო! ეს ამბავი მართლაც მისალოცია ყველა იმ პატრიოტისთვის ვისაც საქართველოს გამთლიანება ახარებს! – საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს! ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების გაუქმება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თანმიმდევრულ, სისტემურ და ხშირად უხილავ დიპლომატიურ შრომას კონკრეტული, ეროვნული მნიშვნელობის შედეგი მოაქვს.

წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს პოზიციების განმტკიცება და აღიარებების გაუქმება ჩვენი საგარეო უწყებისა და დიპლომატების უდიდესი დამსახურებაა. გახსოვთ, როგორი ირონიით, ქილიკითა და აგდებული დამოკიდებულებით ხვდებოდნენ ოპოზიციურ წრეებში წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას? დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფოებრივ დიპლომატიაში “მეორეხარისხოვანი” მიმართულებები არ არსებობს, როცა საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეხება. სანამ ზოგიერთები ვიზიტების გეოგრაფიას აშარჟებდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად ამაგრებდნენ ქვეყნის პოზიციებს. მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრსა და მთელ დიპლომატიურ გუნდს ამ პრინციპული ეროვნული გამარჯვებისთვის!”- წერს სადღობელაშვილი.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების მიზნით მზა ბეტონის დაგება დაიწყო
Next: ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.