Skip to content
29/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა

მარშალ პრესი 29/07/2026
davit chikhelidze

ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა და ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავარ პოლიტიკურ ხაზს, სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს, ნაურუს გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი დასტურია.
„ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა.
ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა.

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ შედეგის მისაღწევად იმუშავა.
აუცილებლად უნდა ვახსენო ოპოზიცია, რომლებიც ქილიკობდნენ და სახელმწიფოს წარმომადგენლების სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტს აკნინებდნენ.

„რას დარბიან ამ პატარა ქვეყნებში“, „ვისთან აქვთ შეხვედრები“, „რა აზრი აქვს ასეთ ვიზიტებს“. რეალურად სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მაგრამ სისტემური დიპლომატიური მუშაობა იძლევა საბოლოოდ იმ შედეგს, რომელსაც დღეს მთელი ქვეყანა ხედავს.

ქართული ოცნების მთავარ პოლიტიკურ ხაზს, სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს, ნაურუს გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი დასტურია. – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს – ლადო სადღობელაშვილი
Next: დავით ქართველიშვილი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ირგვლივ რუსეთის დიპლომატიური სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო მხარდაჭერა კვლავაც მტკიცედ ნარჩუნდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.