Skip to content
29/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების მიზნით მზა ბეტონის დაგება დაიწყო

მარშალ პრესი 29/07/2026
758706945_1428536722662242_7303030544917127340_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების მიზნით მზა ბეტონის დაგება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართა მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩართულიყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შეერჩიათ საკუთარი სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტები.

მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე 2525 კუბური მეტრი მზა ბეტონის დაგება არის დაგეგმილი, რაც სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

პროექტის განხორციელებისთვის 968 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში ეტაპობრივად განხორციელდება.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო დიპლომატია თანდათან ემზადება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, არამედ პირველი, ბევრად უფრო რეალისტური ნაბიჯისთვის – ცეცხლის შეწყვეტისთვის
Next: საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს – ლადო სადღობელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.