Skip to content
25/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილი: რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური

მარშალ პრესი 25/07/2026
onise da misha

ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა! – წერს მიხეილ სააკაშვილი ონისე ოქრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.

როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, ოქრიაშვილი ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი და პოზიციურია, ხოლო “დიქტატორს და დიქტატურის მსახურებს” საერთოდ არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა.

“რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, კომიკოსი რომელსაც თავს დაესხნენ ქოცების ზონდერები, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური!
თუ დავაკვირდებით დიქტატორს და დიქტატურის მსახურებს, მათ საერთოდ არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა და სხვათა შორის სწორედ ესაა ჩვენი უბედურების ერთ-ერთი სათავე.
ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა! როგორ შეიძლება ამ მაჯლაჯუნებმა დიდხანს გასტანონ თქვენნაირების ქვეყანაში,”- წერს სააკაშვილი.

Post navigation

Previous: გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში
Next: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში №1 საბავშვო ბაღისა და №1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.