Skip to content
25/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში

მარშალ პრესი 25/07/2026
gela mtivlishvili

წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მძიმე ტრავმები მაქვს გადატანილი, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო. მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ამბავზე, როცა ხელყუმბარა მესროლეს,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა, გადაცემაში “ რეაქცია” განაცხადა.

მთივლიშვილის განცხადებით, ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა უარესია, ვიდრე ის, რომ მას წინა ხელიაუფლების დროს ხელყუმბარა ესროლეს.

“წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მძიმე ტრავმები მაქვს გადატანილი, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო. მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ამბავზე, როცა ხელყუმბარა მესროლეს, მითქვამს ეს რამდენჯერმე, ხომ? საცხოვრებელ სახლში. ის, რაც დღეს ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო რომ 14 დღით დააპატიმრეს, რაც ფაქტობრივად სისხლის სამართლის სასჯელს უტოლდება, ეს იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში.“- განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
Next: სააკაშვილი: რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.