Skip to content
25/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში №1 საბავშვო ბაღისა და №1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

მარშალ პრესი 25/07/2026
753826766_1380404914017973_3654300413070271151_n

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში №1 საბავშვო ბაღისა და №1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე სამუშაოები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირბეთან ერთად დაათვალიერა.

ორივე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 100-100 აღსაზრდელზეა გათვლილი. რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო და სათამაშო სივრცეები, ასევე კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობების კონსტრუქციული გამაგრება, განახლდა არქიტექტურული და საინჟინრო სისტემები, მოეწყო ენერგოეფექტური გათბობისა და ვენტილაციის, ასევე სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

განახლებული ბაღები სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რაც მათ უსაფრთხო და თანაბრად ხელმისაწვდომ გარემოში სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

Post navigation

Previous: სააკაშვილი: რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური
Next: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული 5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.