Skip to content
23/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ როგორც გამოხატვის თავისუფლებას? ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია

მარშალ პრესი 23/07/2026
irakli kircxalia

მთავარ სცენარში, ის პუნქტი სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციის, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს [სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა], – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისივე შეფასებით, ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია.

“რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ როგორც გამოხატვის თავისუფლებას, რატომ გვიკვირს ამას იტყვის ერთიერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი პოლიტიკურ ველზე, მისი მეგობრები და იმ დავალებების შემსრულებლები რომელსაც აძლევენ მათი პატრონები? რატომ გვიკვირს, არ უნდა გვიკვირდეს“, – აღნიშნა კირცხალიამ. უმრავლესობის ლიდერის თქმით, გენერალური დავალება საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციაა.

“პარლამენტის შენობის დაწვა მათმა პატრონებმა სცადეს რომ შეეფუთათ, როგორც გამოხატვის თავისუფლება. პოლიციელის დაწვა სცადეს, რომ შეეფუთათ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებად, პრეზიდენტის სასახლის აღება ასევე გამოხატვის თავისუფლებად [შეფუთეს]. ყველაზე დიდი სითავხედე რაც გააკეთეს ბოლოს, სასამართლოს შენობის დაწვის მცდელობა, ამის გამართლებასაც კი შეეცადნენ. ერთი მთავარი რაც იყო გაწერილი ამ სცენარებში, გენერალურ დავალებაში, არის მაქსიმალურად საზოგადოების დაყოფა, რომელსაც წლიდან წლამდე რაღაც დონეზე ახერხებდნენ ტყუილით, სიცრუით. როცა პირდაპირ ვხედავთ, რომ მთავარ სცენარში არის პუნქტი, სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციისა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
Next: ირაკლი კირცხალია – საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია, მთელ მსოფლიოში ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.