Skip to content
23/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მარშალ პრესი 22/07/2026
09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად,  Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი ზრდის დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს და რეისებს ასრულებს მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მსხვილ ინვესტიციებზე, რომლებსაც მთავრობა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახორციელებს.

ყურადღება დაეთმო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებას და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, რომელიც 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი და გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლს.

შეხვედრაზე განიხილეს Changi Airports International-ის, როგორც აეროპორტების განვითარებისა და მართვის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანიის გამოცდილების გაზიარებისა და აეროპორტების განვითარების, მართვისა და საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.

Post navigation

Previous: ისეთი გლობალური გიგანტის დაინტერესება, როგორიც სინგაპურის ჩანგის აეროპორტია, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მაღალ დონეზეა საქართველოს ავიაციის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორები – დავით ჩიხელიძე
Next: ირაკლი კირცხალია – რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ როგორც გამოხატვის თავისუფლებას? ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.