Skip to content
23/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია, მთელ მსოფლიოში ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა

მარშალ პრესი 23/07/2026
irakli kircxalia

ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ისაუბრებს. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ადრე თუ გვიან ყველა მივა იმ აზრამდე, რომ ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა.

“ისინი სრულიად გაშიშვლდნენ აგენტურულ ველზე, უკვე ღიად არიან გადმოსული შეტევაზე, ასე რომ, ჩვენ ჩვენი კურსი გვაქვს და ამ კურსი მივყვებით ძალიან პრაგმატულად. მაგრამ ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია გამოვიდა და საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია.

ახლა დრო არის არამხოლოდ ჩვენ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის. საუბრობენ შუა დერეფანზე და საქართველოზე არ საუბრობენ. ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ვიზიტები სამთავრობო გუნდმა ბოლო თვეებში განახორციელა, იქნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას პრაგმატულად სჭირდება. ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ვარჩიეთ მშვიდობა, რომელმაც მოიტანა ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ყველასთან ვისაუბრებთ, ყველა პარტნიორთან და იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ერთმანეთს ასწრებენ ევროპელი ლიდერები ჩასვლას.

ჩვენ ვამბობთ: ჩვენ აქ ვართ, ჩვენი ინსტიტუციები ასე მუშაობენ, ჩვენი საკანონმდებლო სივრცე მუშაობას ასე, და ამ ყველაფერთან ერთად სრულ ჰარმონიზებაშია იმ დასავლურ ღირებულებებთან, რომელსაც პატივს ვცემთ. ხშირად მოგვისმენია, რომ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირდა; ამ დროს, რიგითი მოქალაქე ისმენს, რომ მოლდოვაში სადაც ერთი ტელევიზიაა დარჩენილი, ამბობს იგივე ბიუროკრატი, რომ აქ არის თურმე დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების აკვანი და საქართველოში, სადაც ნებისმიერს შეუძლია მედიის დარეგისტრირება, თურმე სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია, პოლიციელის დაწვა და პარლამენტის დაწვა თურმე გამოხატვის თავისუფლებაა და ასანქცირებენ „იმედს“, რომელიც არის დამოუკიდებელი ტელევიზია, რადგან თვალში არ მოსდით“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ როგორც გამოხატვის თავისუფლებას? ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია
Next: ირაკლი კირცხალია – არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ფიშერმა ყველას შეურაცხყოფა მიაყენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.