Skip to content
16/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან

მარშალ პრესი 16/07/2026
irakli kobakhidze

დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია.

„მოხარული ვარ, მოგესალმოთ თურქმენეთ-საქართველოს რიგით მეორე ბიზნეს ფორუმის გახსნაზე. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა წარმატებით ვითარდება და სულ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს კერძო სექტორის, ინვესტორებისა და ბიზნესსაზოგადოებისთვის.

უპირველეს ყოვლისა, მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თურქმენეთის პრეზიდენტის, ბატონი სერდარ ბერდიმუჰამედოვის, მიმართ. თქვენი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ნათლად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთნდობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ამ მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას.

დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია. ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია. მიუხედავად არსებული პროგრესისა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჯერ კიდევ სრულად არ ასახავს იმ დიდ პოტენციალს, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს აქვთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა, ხელი შევუწყოთ ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას და სრულად ავითვისოთ ჩვენი პარტნიორობის შესაძლებლობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
Next: პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.