Skip to content
16/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ

მარშალ პრესი 16/07/2026
746557245_1006646211980866_5410112845343913971_n

ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომ თითქოს სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანა ხდება. მისი თქმით ნებისმიერი ინფორმაცია, თითქოს ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი აღნიშნულ ღონისძიებებს საერთაშორისო წესების დარღვევით ახორციელებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მანვე აღნიშნა, რომ პროგრამის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ექსპერტი და ამასთან, აღნიშნავს, რომ პროგრამა დასავლურ, აპრობირებულ მეთოდოლოგიას ეფუძნება.

„პროგრამის შემუშავების საწყის ეტაპზევე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩართული ჰყავდა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ექსპერტი. მისი რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული პროგრამის შემუშავებაში და მის განხორციელებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: -დაიჭირე, აცერი, ჩაუტარე კასტრაცია და დააბრუნე საწყის ტერიტორიაზე. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც არის თანამედროვე და აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი ახორციელებს აღნიშნულ ღონისძიებებს რაიმე საერთაშორისო წესების დარღვევით, არ შეესაბამება სიმართლეს“- განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო
Next: ირაკლი კობახიძე – დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.