Skip to content
16/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა

მარშალ პრესი 16/07/2026
150

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ ხე სიაოცუენს შეხვდა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ტურიზმის, ისე ხალხთაშორისი კავშირებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მზად არის, ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახებ შედეგებზე და აღინიშნა, რომ ამას ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობა როგორც ტურიზმისა და ავიაციის, ისე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დაესწრო.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტთან ერთად საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.