Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი

მარშალ პრესი 14/07/2026
irakli kobakhidze

საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიპ სტეიტს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც,

„იოლად ახსნადია ისიც, თუ რატომ იქცა საქართველო, ქართველი ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება „დიპ სტეიტის“ მთავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა, ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, 2008 წლისგან განსხვავებით არ წამოეგო „დიპ სტეიტის“ მორიგ ავანტურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა.

სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიპ სტეიტს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს, რაც, მათი გათვლით, საბოლოოდ, ხელისუფლების ცვლილებით და ხელისუფლებაში მათი მორჩილი აგენტურის დაბრუნებით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, რეზოლუციაში გაჟღერებული ბრალდებები რომ აბსურდულია, ამას თავად ეუთოს დოკუმენტები და განცხადებებიც მოწმობს.

„რეზოლუციაში გაჟღერებული ბრალდებები რომ აბსურდულია, ამას თავად ეუთოს დოკუმენტები და განცხადებებიც მოწმობს. ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ეჭქვეშ არის დაყენებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების, ანუ იმ არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელიც თავად ეუთომ და ოდირმა შემდგარად და კონკურენტულად შეაფასეს. დავესესხები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელს, დანიელ ფესლერს, რომელმაც სესიაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული „არჩევნები იყო იდეალურად ორგანიზებული, სამართლიანი და არანაირი დარღვევა არ ყოფილა, თუმცა, მისი შედეგები არაერთი ევროპული ქვეყნისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა“. უსიამოვნების მიზეზი მარტივია – „დიპ სტეიტის“ მიზნების საწინააღმდეგოდ, 2024 წელსაც საქართველოს მოსახლეობამ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა და არა აგენტურა, არამედ ეროვნული ხელისუფლება აირჩია. ეს რომ გაცნობიერებული არჩევანი იყო, 2025 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა, სადაც მმართველ პარტიას მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მყარი ნდობა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ნოდარ დუმბაძის 98 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.