ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნოდარ დუმბაძის 98 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“ ჩვენება გაიმართა.
ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ჩოხატაურის სამხატვრო სკოლისა და თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ერთობლივი გამოფენა მოეწყო. ღონისძიება ხიდისთავის სკვერში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტითა და პატრიარქის ნათლულთა გუნდის მუსიკალური შესრულებით დასრულდა.
