Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, მემგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს და გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით

მარშალ პრესი 14/07/2026
irakli kobakhidze
მემგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.
„აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადებები, მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები დარჩა ცარიელ განცხადებებად და ასე გაგრძელდება ბუნებრივია მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, ეს მე მგონი ყველასთვის სრულიად ცხადია,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
Next: ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.