საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ლევან ზაუტაშვილმა და გიორგი ღურჯუმელიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დასრულებული საგზაო სამუშაოები, ხოლო დაბა გომისმთაზე დასრულებული სკვერი და მინის საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს.
რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და გურიის სახელმწიფო რწმუნებული იმყოფებოდნენ ასევე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სადაც ლანჩხუთში სპორტული ცენტრის, ჩოხატაურის სოფელ ერკეთში კი დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
