Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სიტყვა ოპოზიცია ფორმალურად გამოიყენება ხოლმე, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა

მარშალ პრესი 13/07/2026
irakli kobakhidze
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასე მოქმედებს ე.წ. ოპოზიცია, ფორმალურად გამოიყენება ხოლმე ეს სიტყვა, თუმცა ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ტყუილებით, ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოქალაქესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილს შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მარტივად იშიფრება ხოლმე მსგავსი ტყუილები.
„მთლიანობაში, დაკარგა ფასი იმ სიცრუემ, ცილისწამებამ, რასაც ვისმენდით ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ამ ადამიანებისა და მათი ტელევიზიების მხრიდან წლების განმავლობაში. შესაბამისად, საზოგადოება ძალიან მარტივად არჩევს სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან
Next: დავით ქართველიშვილი: ბაქომ ნათელი გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკებიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.