Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბაქომ ნათელი გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკებიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად

მარშალ პრესი 13/07/2026
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება შუშაში, გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას „აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს“. ალიევმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი ბაქოზე უსაფუძვლო თავდასხმებში დაადანაშაულა.

ქართველიშვილის თქმით, ბაქომ ევროპას გაუგზავნა გზავნილი, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს პოლიტიკურად.

„დღეს ყარაბაღის შუშაში მე-4 გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე, პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ „თუ აზერბაიჯანი სრულად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენს ქვეყანაში ამას, ალბათ, ვერავინ შეამჩნევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებითად არაფერი შეიცვლება. დიახ, შესაძლოა, უკეთესიც იყოს საბჭოს წევრად დარჩენა, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ მუდმივ თავდასხმებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ისინი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან ერთგვარი აკვიატებაა.“
ამ შეფასებაში ჩვენთვის ახალი და უცხო არაფერია. სამხრეთ კავკასიაში ცალსახად დარჩა ორი ქვეყანა: აზერბაიჯანი და საქართველო, სადაც ევრობიუროკრატია ვერ აღწევს „მენეჯმენტის“ შეცვლას, მრავალწლიანი უშედეგო მცდელობების მიუხედავად. და არის კიდევ სომხეთი, სადაც ბრიუსელს ჰგონია, რომ ამ კუთხით წარმატებას მიაღწიეს: „ნეტარ არიან მორწმუნენი“. ასეა თუ ისე, ბაქომ ნათელი გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება დღეს უკვე აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკებიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს (რა გაეწყობა), რა თქმა უნდა, პოლიტიკურად, რათა მისკენ „უმოკლესი გზა“, აზიიდან პირდაპირ სომხეთის გავლით გადიოდეს. რა პრობლემაა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სიტყვა ოპოზიცია ფორმალურად გამოიყენება ხოლმე, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა
Next: იუსტიციის მინისტრმა UNIDROIT-ის გენერალურ მდივანთან საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.