Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან

მარშალ პრესი 13/07/2026
irakli kobakhidze

ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიურად იყო ჩართული და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და, რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უწებებს, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

კითხვაზე, არის თუ არა ქაოტური მშენებლობები მიზეზი იმის, რაც მოხდა თელავში, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვები ნამდვილად არასწორად იყო გაცემული.

„რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან. შესაბამისი ორგანოები ნახავენ, რამდენად იყო არასწორად გაცემული, თუ იყო არასწორად გაცემული ვინ არის პასუხისმგებელი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დადგინდება.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა გაფრთხილების სისტემების დამონტაჟებას ისეთ ადგილებში, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა რეგიონში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი.

„არა მარტო იგეგმება, აქტიურად გრძელდება ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა რეგიონში. ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან აქტიურად წარიმართება, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამის თაობაზე სტატისტიკასაც მუდმივად ვუზიარებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა გადახედოს საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ
Next: ირაკლი კობახიძე – სიტყვა ოპოზიცია ფორმალურად გამოიყენება ხოლმე, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.