Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა გადახედოს საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ

მარშალ პრესი 13/07/2026
irakli kobakhidze

ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა გადახედოს საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა ღიაა თანამშრომლობისთვის.

„ჩვენ ყველგან ვართ და სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხითაც საქართველოს ფუნქცია მუდმივად ძლიერდება. შესაბამისად, საქართველო არის ყველგან. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, მათ უნდა გადახედონ საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ. გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება. გავიგეთ, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება. გავიგეთ, რომ უნდოდათ, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს, აგენტურას არ იღებს, არ აბრუნებს ხელისუფლებაში და ხომ შეიძლება შეეშვან ამ ყველაფერს? ეს არის ჩვენი მარტივი მოწოდება. დანარჩენი, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად ღია, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის, მათ შორის მზად ვართ იმისათვის, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ გასული ხუთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში – დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000 – უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები
Next: ირაკლი კობახიძე – თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.