Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სოფელ ჯიღაურაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

მარშალ პრესი 08/07/2022
5205

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სოფელ ჯიღაურაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მოსასვენებელი სკვერის კეთილმოწყობა. ბილიკებზე დეკორატიული ფილები იგება და ეწყობა ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით. დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები, ატრაქციონებთან ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დაიგება კაუჩუკის ფილები, ტერიტორია შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით. სამშენებლო სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება და შპს ,,მშენკომპლექსი“ ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს, ასევე ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. სკვერის მოწყობა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება თავისუფალი დრო კეთილმოწყობილ და სუფთა გარემოში გაატაროს.

Continue Reading

Previous: დავიჯერო, არ ათვითცნობიერებთ, რომ ФСБ-ს სახელმძღვანელოებით მოქმედი თქვენი პროტეჟე “ლეგიონი” პირველ რიგში ამერიკას და პირადად თქვენ, როგორც მის წარმომადგენელს, უდიდეს ზიანს და დისკრედიტაციას გაყენებენ?
Next: შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი: ტელეკომპანია „პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი „პოლიციის პიკაპით” შეჯახება გახდა, მცდარია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025