ჩოხატაურში, გორაბერეჟოულის ერისთავების ისტორიულ მამულში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს გურული ენდემური ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის პოპულარიზაციასა და გურიის რეგიონში მევენახეობის განვითარებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პატრონაჟით ჩატარდა.
